იშვიათი დაავადებების სამკურნალო სახელმწიფო პროგრამა გაფართოვდა - რეგიონებში მცხოვრები, გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე პაციენტები, ძვირადღირებულ სამკურნალო მედიკამენტებს მიიღებენ.
ბენეფიციარებს, ასევე, დაუფინანსდებათ სამედიცინო მომსახურება და მაგნიტურ -რეზონანსული კვლევები.
პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფომ, წამყვანი ფარმაცევტული კომპანიების მიერ წარმოებული, უმაღლესი ხარისხის მამოდიფიცირებელი მედიკამენტები უკვე შეიძინა.