აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, სულხან თამაზაშვილი აბიტურიენტებს მიმართავს და წარმატებებს უსურვებს.
"ძვირფასო აბიტურიენტებო, მინდა წარმატებები გისურვოთ ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე.
განათლება ქვეყნის განვითარებისა და სტაბილური მომავლის უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. თქვენნაირი ნიჭიერი, შრომისმოყვარე და მიზანდასახული ახალგაზრდობა ამის გარანტია. დარწმუნებული ვარ, მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას არ დაიშურებთ უკეთესი მომავლის შესაქმნელად.
წელს აჭარიდან 4000-ზე მეტი აბიტურიენტი იღებს გამოცდებში მონაწილეობას. ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ ახალგაზრდების ხელშეწყობას და თანამედროვე მოთხოვნებზე ორიენტირებული განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას რეგიონში",- აღნიშნავს სულხან თამაზაშვილი.