ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, ბულვარის ტერიტორიაზე მიუსაფარი ცხოველების მონიტორინგი განხორციელდა.
ტერიტორიიდან აყვანილ უპატრონო შინაურ ცხოველებს ჩაუტარდება სტერილიზაცია-კასტრაცია, ვაქცინაცია და რევაქცინაცია.
მუნიციპალურ სამსახურში აცხადებენ, რომ დაბირკული და უვნებელი მიუსაფარი ცხოველი, კანონის შესაბამისად დაუბრუნდება აყვანის პირველად არეალს. მათი თქმით, ამ ეტაპზე 2160 შინაურ ცხოველს ჩაუტარდა მოვლა-პატრონობისთვის გათვალისწინებული ღონისძიება.
90 მიუსაფარი შინაური ცხოველი კი გაჩუქდა მზრუნველ პატრონზე. პროექტი, წლის ბოლომდე უპატრონო ძაღლებისა და კატების, სულ 4700 ცხოველის მოვლა-პატრონობას ითვალისწინებს.