ერთიანი ეროვნული გამოცდების მეორე სესია დაიწყო, აბიტურიენტები დღეს ქართული ენის გამოცდას აბარებენ, რომლის ხანგრძლივობაც სამი საათია.
აბიტურიენტების თქმით ტექსტი საშუალო სირთულის იყო. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოცხადდა რეგისტრირებული აპლიკანტების 93 პროცენტზე მეტი დილის სესიაზე. დააგვიანა ერთმა აბიტურიენტმა. აბიტურიენტების მეორე ნაკადისთვის რეგისტრაციის პროცესი 14 საათზე დაიწყო.
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წელს 39 ათასზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა, მათ შორის 4 400 აპლიკანტი ბათუმისა და ხულოს საგამოცდო ცენტრებში ჩააბარებს გამოცდებს.