პროკურატურაში ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით დღეს ივანე მაჭავარიანი გამოიკითხება

04 ივლისი 2025, 10:01 101 ნახვა

გენერალურ პროკურატურაში ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. დღეს გამოკითხვაზე ფინანსთა ყოფილი მინისტრი ივანე მაჭავარიანია დაბარებული. მაჭავარიანს უწყებაში 13:00 საათზე ელოდებიან.

უკვე გამოიკითხნენ:  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური და ამავე უწყების ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე, ასევე ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი მაია ცქიტიშვილი და შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი.

ყოფილი საჯარო პირების გარდა გამოკითხეს ადგილობრივებიც.

პროკურატურაში განმარტავენ, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სხვა საკითხებთან ერთად შესწავლის საგანს წარმოადგენს 2019 წლის 24 აგვისტოს, სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ განხორციელებული ქმედებაც.

შეგახსენებთ, გამოძიება მიმდინარეობს საბოტაჟის, უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი