5 ივლისს, მთიან რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი, ხანმოკლე წვიმა, ელჭექი და ქარის გაძლიერება - გარემო

04 ივლისი 2025, 14:45 59 ნახვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 ივლისს, დღისით აღმოსავლეთ საქართველოში და დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ზოგან მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, ქარის გაძლიერება, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა.

სინოპტიკოსების ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა, შესაძლებელია, საქართველოს მდინარეებზე – წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე - წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ საფრთხის დონე საშუალოა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი