მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი

04 ივლისი 2025, 19:56 95 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის სისხლის სამართლის საქმეზე გამომცემლობა ბათუმელების რედაქტორი ეთერ თურაძე და ლელოს წევრი  ეკატერინე დავითაძე გამოიკითხნენ. მათ მიმართ კითხვები ჰქონდათ როგორც დაცვის, ასევე, ბრალლდების მხარეს.

ეთერ თურაძის თქმით, მზია ამაღლობელის გარშემო წარმოუდგენელი ცილისმწამებლური კამპანიაა.   

თურაძის განმარტებით, გამოხატვის თავისუფლებისთვის -სტიკერის გაკვრის გამო, ადამიანების დაკავება- წარმოუდგენელია. აღნიშნა, რომ ეს არ არის დანაშაული.

რაც შეეხება შუამდგომლობების ნაწილს. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელის ავდვოკატების ერთ-ერთი შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომ სისხლის სამართლის საქმეს დაერთოს სამედიცინო ექსპერტის დასკვნა და სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარეს ექსპერტის დაკითხვის შესალებლობა ექნება.

გარდა ამისა, დღეს უფლებადამცველებმა მოითხოვეს ,,ქართული ოცნების’’ დეპუტატ  ნინო წილოსანის დაკითხვა 26 ივნისს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.    

დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე ვიდეო მასალაც განიხილეს. დაცვის მხარის მტკიცებით,  ბრალდების მხარის მოწმეს გოჩა ვანაძეს ცრუ ჩვენება აქვს მიცემული, როცა თქვა რომ მზია ამაღლობელლი მან დააკავა.

ამაღლობელის ადვოკატების თქმით, ამაღლობელი გრიგოლ ბრესელიამ, აჭარის პოლიციის  იმდროინდელმა უფროსმა დააკავა, რაც მათი თქმით, წარდგენილ მტკიცებულებაში- ვიდეოშიც დასტურდება. 

აქვე გეტვით რომ საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების შემდეგ, მედიას სასამართლო სხდომების გადაღების შესაძლებლობა აღარ აქვს.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი