ბილინგვური განათლების პროგრამის შემაჯამებელი კონფერენცია

05 ივლისი 2025, 11:49 59 ნახვა

ბილინგვური განათლების პროგრამის ყოველწლიური შემაჯამებელი კონფერენცია გახსნა. სამდღიან კონფერენციაში არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისა და სკოლამდელი დაწესებულებების მასწავლებლები მონაწილეობენ.  ორგანიზატორების განცხადებით, კონფერენციის მიზანი  ბილინგვური რეფორმის ფარგლებში საინტერესო პედაგოგიკური პრაქტიკის წარმოჩენა, პროფესიული გამოცდილების გაზიარება და საუკეთესო ბილინგვური მეთოდიკის პრაქტიკაში დანერგვაა.

კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მისასალმებელი სიტყვით მიმართა და არაქართულენოვან სკოლებში ბილინგვური განათლების ხელმისაწვდომობის ზრდის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ინფორმაციას საქართველოს განათლების სამინისტრო ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბილინგვური განათლების პროგრამა 5 წელია ხორციელდება და მასში 56 სკოლამდელ დაწესებულება და 200 საჯარო სკოლა/სექტორია ჩართული.  პროგრამის დანერგვა ეტაპობრივად დაგეგმილია ყველა არაქართულენოვან სკოლამდელ და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში