სკაუტური ბანაკი „ელდორადო“ დასრულდა

06 ივლისი 2025, 12:00 145 ნახვა

საზაფხულო სკაუტური ბანაკი “ელდორადო 2025“ დასრულდა. ბანაკის მონაწილეების შეკრების ადგილი წელსაც, ტრადიციულად ბოტანიკური ბაღი იყო. სათავგადასავლო და შემოქმედებითი  აქტივობებით დატვირთული 5 დღე სკაუტებმა ბუნებაში გაატარეს. ორგანიზატორების განცხადებით, პროგრამა მოიცავდა ტრენინგებსა და მასტერკლასებსაც. დასკვნით ღონისძიებებზე სკაუტებმა მათ მიერ მომზადებული მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს. საზაფხულო სკაუტური ბანაკი “ელდორადო 2025“ 2-6 ივლისს გაიმართა და მასში დაახლოებით 60 მოზარდი მონაწილეობდა. მათ შორის სკაუტების გუნდის ახალი წევრები.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში