“ბათუმური ყავის სურნელი” - გამოფენა

06 ივლისი 2025, 20:05 420 ნახვა

“ბათუმური ყავის სურნელი“ _ გამოფენა ღია ცის ქვეშ. საგამოფენო სივრცე ახვლედიანის ქუჩაზე, მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო, სადაც წარმოდგენილი იყო რამდენიმე პავილიონი. გამოიფინა მუზეუმის ფონდებში დაცული მეცხრამეტე საუკუნის ნივთები, ყავის ჭურჭელი.
მოეწყო ყავის მომზადების მასტერკლასები და სხვადასხვა ტიპის აქტივობები, რომელიც დამახასიათებელი იყო ძველი ბათუმის ყოფა-ცხოვრებისთვის, მათ შორის თუ   როგორ ამზადებდნენ ყავისთვის ჭურჭელს თუნუქის საფეიქროში და რა ტექნოლოგიით მზადდებოდა ყავა.
გამოფენის ორგანიზატორების თქმით, ექსპოზიციის მიზანი ქალაქის ისტორიის გაცოცხლებაა, მათ შორის იმ პერიოდის, როცა ბათუმის პორტის როლის ზრდასთან ერთად, ყავის კულტურა დაინერგა, გაჩნდა ევროპულ სტილში მოწყობილი კაფეები. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში