თორნიკე რიჟვაძე დაჭრილია გულმკერდის არეში გადაყვანილია საავადმყოფოში, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება - შსს

07 ივლისი 2025, 09:39 4770 ნახვა

საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“ ცეცხლნასროლი ჭრილობით შეყვანილ იქნა თორნიკე რიჟვაძე, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის დაწყებული, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

„2025 წლის 7 ივლისს საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“ შეყვანილ იქნა თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.

თორნიკე რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით, ბრალდებულის სახით ერთი პირია დაკავებული“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში