ბათუმის რევაზ ლაღიძის გუნდი ევროპის ჩემპიონია. საგუნდო ჩემპიონატი დანიაში გაიმართა. ევროპის საგუნდო ჩემპიონატზე 37 ქვეყნის 130 გუნდი იღებდა მონაწილეობას.
პირველი ეტაპი კონკურსის ორგანიზატორებისთვის გუნდის მიერ მიღწეული წარმატებების გაზიარებას გულისხმობდა.
გუნდმა პირველად საქართველო 2013 წელს წარადგინა ევროპის საგუნდო კონკურსზე, სადაც ოქროს მედალი მოიპოვა. ეს უკვე მათ მიერ მოპოვებული მეორე ოქროს მედალია.