ბიზნესმენ გიორგი რამიშვილს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ

07 ივლისი 2025, 11:02 213 ნახვა

გიორგი რამიშვილს, იგივე "ზარალას" ბრალს ოფიციალურად, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ. "სილქ როუდ ჯგუფისა" და "სილქნეტის" დამფუძნებელი ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. იგი სამართალდამცველებმა გუშინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამგზავრების ტერმინალში, რამიშვილის ხელბარგის სკანერით შემოწმებისას ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები ამოიღეს.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი რეგისტრირებულია რამიშვილის სახელზე, თუმცა ტარების უფლება არ ჰქონდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში