თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა

07 ივლისი 2025, 15:04 215 ნახვა

თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დადებითი დინამიკითაა, თუმცა კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება - ასეთია საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის განცხადება.

მედიასთან კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმაც, მიხეილ სარჯველაძე სამედიცინო დაწესებულებაში ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა.

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე  საგარეჯოს კლინიკიდან თბილისში დღეს გადაიყვანეს. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული.

შემთხვევა საგარეჯოში მოხდა და გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაა დაწყებული. 

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში