პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 4 პირი. მათგან ერთი ბელარუსის მოქალაქეა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერვე მითითებული ლოკაციებიდან, სარეალიზაციოდ განთავსებული სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „ალფა პვპ“, „ამფეტამინი“და „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.