ლელოს წევრმა ბესიკ შაინიძემ ხულოს საკრებულოს სასამართლო დავა მოუგო

07 ივლისი 2025, 19:55 385 ნახვა

ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ ''ლელო-ძლიერი საქართველოს’’ ხულოს საკრებულოს წევრის ბესიკ შაინიძის სარჩელი დააკმაყოფილა. 

მოსამართლე ნუგზარ მგელაძემ გადაწყვეტილება დღეს გამოცხადა. სასამართლომ ხულოს საკრებულოს კიდევ ერთი ფრაქციის შექმნა დაავალა.  

სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია ხულოს საკრებულოს ის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც სამ ოპოზიციურ პარტიას ფრაქციის შექმნაზე უარი ეთქვა. 

სამი პოლიტიკური პარტია ,,გახარია საქართველოსთვის’’; ,,ლელო- ძლიერი საქართველო’’ და ,,სტრატეგია აღმაშენებელი’’ დეკემბრიდან ითხოვდა ხულოს საკრებულოში ფრაქციის რეგისტრაციას, თუმცა როგორც მოსარჩელე სარჩელში განმარტავდა, საკრებულომ ფრაქციის შექმნის შესაძლებლობა შეუზღუდა.

ჯერჯერობით უცნობია გაასაჩივრებს თუ არა მოპასუხე მხარე სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში