გიორგი რამიშვილი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

08 ივლისი 2025, 11:05 106 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ გიორგი რამიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 70 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა და გაათავისუფლა. „იარაღთან“ დაკავშირებული ბრალდების საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე ნანა შამათავამ გამოაცხადა.

პროცესზე პროკურატურა პატიმრობას ითხოვდა, დაცვის მხარე კი 50 000 ლარის ოდენობით გირაოს.   

რამიშვილმა სასამართლოზე განაცხადა, რომ ეს უნებლიე შემთხვევა იყო და დანაშაულის ჩადენის განზრახვა არ ჰქონია.

უკვე ცნობილია, რომ ბრალდების მხარე გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში