ბათუმში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

08 ივლისი 2025, 19:18 756 ნახვა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმში. ჭავჭავაძისა და ასათიანის ქუჩების კვეთაში მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. დაშავდა ახალგაზრდა გოგო.

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მედიკოსების ინფორმაციით, პაციენტს აღენიშნება წელის მიდამოს დაჟეჟილობა. მისი მდგომარეობა სტაბილურია და ამ დროისთვის დამატებითი კვლევები უტარდება. 

წყარო : TV 25

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში