ალექსი ახვლედიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

09 ივლისი 2025, 09:31 61 ნახვა

აჭარის  მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე ბრალდებული, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი, ალექსი ახვლედიანი სასამართლომ 30 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

საქმის პროკურორმა საგარეჯოში მომხდარის დეტალებზე ისაუბრა და თქვა, რომ ახვლედიანის სახლში თორნიკე რიჟვაძის ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ, თუმცა შემთხვევამდე  სტუმრებმა ტერიტორია დატოვეს.

ისინი საგამოძიებო პროცესის ფარგლებში გამოკითხული არიან. პროკურორის განმარტებით გამოძიება გრძელდება და ჩატარდება შესაბამისი ექსპერტიზა. 

ახვლედიანის ადვოკატის განცხადებით, თორნიკე რიჟვაძის მშობლებმა წერილობით მიმართეს მთავარ პროკურატურას, რომ არ გააჩნიათ არანაირი პრეტენზია და ახვლედიანის გათავისუფლებას ითხოვდნენ.

საქართველოს პროკურატურამ ახვლედიანს ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე წარუდგინა ბრალი, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში