ქართველი სპეციალისტები თურქმენეთს ეროვნული პარკის დაარსებასა და მენეჯმენტის შემუშავებაში დაეხმარებიან

09 ივლისი 2025, 14:08 112 ნახვა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი თურქმენეთიდან დელეგაციას მასპინძლობს. უნივერსიტეტის  ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის კოლხეთის ტორფნარებისა და წყლის ეკოსისტემების კონსერვაციის განყოფილება თურქმენეთის რესპუბლიკას ეროვნული პარკის დაარსებასა და მენეჯმენტის გეგმის შემუშავებაში დაეხმარება.

ურთიერთთანამშრომლობის პროექტი, კორეის მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და  მისი მთავარი მიზანია თურქმენეთის შესაძლებლობების განვითარება, ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების ხელშეწყობა და ეკოლოგიურად სუფთა ბიზნესის განვითარების მხარდაჭერა.

თურქმენეთს ამჟამად არ გააჩნია ჭარბტენიანი ეროვნული პარკი, რომელიც საშუალებას მისცემდა გარემოსდამცველთა და ადგილობრივი თემების ინტერესების შეჯერებას ბუნებისგან სარგებლის მოპოვებით ეკოლოგიურად სუფთა ბიზნესის განვითარებაში.

ქართველი მეცნიერები სწორედ ამ კუთხით გაუზიარებენ გამოცდილებას უცხოელ კოლეგებს და დაეხმარებიან ეროვნული პარკის შექმნაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში