თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს

09 ივლისი 2025, 14:51 272 ნახვა

ორდღიანი მკურნალობის შემდეგ  აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. თორნიკე რიჟვაძის მეზობელი  ქვეყნის კლინიკაში რეფერირებას როგორც  ქართველმა  მედიკოსებმა განაცხადეს მას შემდეგ დასთანხმდნენ, რაც მისი ჯანმრთელობის პარამეტრები გაუმჯობესდა.

ამასთან პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის ლალი ტურძელაძის ინფორმაციით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თურქეთის კლინიკაში სამკურნალოდ გადაყვანა ოჯახის სურვილი იყო.

თორნიკე რიჟვაძე თურქეთში საჰაერო გზით, ღამის 02:00 საათზე გადაიყვანეს.  

რატი ჯიჭონაია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში