ინკლუზიური სპექტაკლი „თოჯინების თეატრში“

09 ივლისი 2025, 19:49 92 ნახვა

ინკლუზიური თეატრალური დასი “ცისარტყელა“ მაყურებლის წინაშე მორიგი პრემიერით წარსდგა.

დასის რეპერტუარს მიუზიკლი “ვერის უბნის მელოდიები“ შეემატა, რომლის რეჟისორიც ნიკოლოზ ტუღუშია.

სპექტაკლში ინტეგრირებული ჯგუფის პატარა მსახიობები მონაწილეობდნენ და მათთან ერთად სცენაზე იყვნენ  პროფესიონალი მსახიობებიც.

შემოქმედებითი გუნდი თეატრალურ წარმოდგენაზე დაახლოებით 2 თვის განმავლობაში მუშაობდა. ეს რიგით მეორე მიუზიკლია  დასისთვის.

საპრემიერო ჩვენება ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა თეატრში დღეს გაიმართა.

ინკლუზიური დასი “ცისარტყელა“ ბათუმის 26-ე საჯარო სკოლის ინკლუზიური განათლების ცენტრის ბაზაზე 18 წლის წინ დაფუძნდა და ამ ხნის განმავლობაში დასმა 12 სპექტაკლი დადგა.   

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში