პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 19 წლის საბა ჯიქია სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თამარ მჭედლიშვილის გადაწყვეტილებით, ჯიქიას 4 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
მოსამართლის განმარტებით, ყველა მონაწილე მხარისთვის უნდა იყოს ცნობილი, თუ რის საფუძველზე მიიღო მან ეს გადაწყვეტილება. მჭედლიშვილის განცხადებით, სასამართლომ გადაწყვეტილება სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე მიიღო.
მოსამართლის გადაწყვეტილებას დარბაზში მყოფი პირების უკმაყოფილება მოყვა.
განაჩენის გამოცხადებამდე საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლა ბრალდებულმა. მან საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.