თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 8 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. პროკურატურას 2 მოწმე ჰყავს წარმოდგენილი, კერძოდ კი, საპატრულო პოლიციისა და შპს „თბილსერვის ჯგუფის" წარმომადგენელი.
ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან.
მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.