თბილისში, საბურთალოს რაიონში ორ ახალგაზრდა ბიჭს შორის ურთიერთშელაპარაკება დაჭრით დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, ორივე ახალგაზრდა მკურნალობას კლინიკაში განაგრძობს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.