ანრი კვარაცხელიას საქმე

10 ივლისი 2025, 17:59 127 ნახვა

პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ ანზორ კვარაცხელიას საქმეზე, რომელსაც პოლიციელების მისამართით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებიან, განაჩენი 18 ივლისს გამოცხადდება.

დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა, რის შემდეგაც, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ პროცესი ბრალდებულის საბოლოო სიტყვის ეტაპზე გადადო.

ცნობისთვის, ანზორ კვარაცხელია მიმდინარე აქციების ფარგლებში დაწყებული გამოძიების მიმდინარეობისას სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დააკავეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში