„მატარებელი უკვე გავიდა" - რეზო ნაჭყებიას პიესის მიხედვით სპექტაკლის პრემიერა ბათუმის დრამატული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე შედგა.
წარმოადგენა რეჟისორმა პეტრე ჩარგეიშვილმა დადგა და მასში ოთხი მსახიობი თამაშობს. საპრემიერო ჩვენება დღესაც გაიმართება.
ეს 146-ე თეატრალური სეზონის ბოლო პრემიერაა.