„არ დაიჭირო!“ - ამ ლოზუნგით მოქალაქეები პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბნენ და მოქმედ ნარკოპოლიტიკას აპროტესტებენ. აქციაზე მყოფებს სცენიდან სიტყვით მიმართავენ სხვადასხვა გამომსვლელები. აქციის ორგანიზატორი პარტია „გირჩია“. პოლიტიკური გაერთიანება "ქართულ ოცნებას" ადამიანების ნარკოტესტზე იძულებით გადაყვანაში ადანაშაულებს.