,,აუტიზმის სპექტრის მართვის თანამედროვე მიდგომები"- კონფერენცია

14 ივლისი 2025, 11:42 116 ნახვა

,,აუტიზმის სპექტრის მართვის თანამედროვე მიდგომები"- კონფერენცია ბათუმში გაიმართა.  შეხვედრაში მონაწილეობდნენ  ექსპერტები, სარეაბილიტაციო ცენტრების სპეციალისტები, ფსიქოლოგები, პედიატრები, ნევროლოგები, პირველადი ჯანდაცვის ცენტრის ექიმები და მშობლები. ღონისძიების მიზანი კი სპეციალისტთა შორის პროფესიული დიალოგის გაღრმავება, გამოცდილების გაზიარება და პრაქტიკული რეკომენდაციების შემუშავებაა. კონფერენცია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს,   საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა და სარეაბილიტაციო ცენტრ ,,სანიტასის" ორგანიზებით გაიმართა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში