შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი დასრულდა

14 ივლისი 2025, 11:42 99 ნახვა

ბათუმში რიგით მე-18 ჯაზ ფესტივალი დასრულდა. დასკვნით კონცერტზე შეკრებილი მელომანების წინაშე დისკოს პიონერები ლეგენდარული ვოკალური ჯგუფი Sister Sledge წარსდგა,რომელსაც ბათუმის კორტებზე შეკრებილი მსმენელების განსაკუთრებული ოვაციები მოჰყვა.
მათთვის კი, ვინც კონცერტზე დასწრება ვერ შეძლო სისტერს სლეიჯმა აჭარის ტელევიზიის მაყურებლისთვის ექსკლუზიურად შეასრულა ცოცხლად 50 წლის წინ დაწერილი სიმღერა.

თავდაპირველად დები, ჯონი, კიმი და კეტი სლეჯის მიერ ჩამოყალიბებული ჯგუფი 50 წლის განმავლობაში ქმნიდა მსოფლიო ჰიტებს. მოგვიანებით მათ შეუერთდნენ შვილები კამილი, დევიდი და თადეუსი. სწორედ განახლებული შემადგენლობით იმყოფებოდნენ ისინი ჯაზ ფესტივალის ფარგლებში ბათუმში.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში