თბილისში, სადგურის მოედანზე განვითარებული მოვლენების გამო, ზუგდიდის სპორტული კომპლექსის გახსნის ღონისძიება, რომელიც დღეს 20:00 საათზე იყო დაგეგმილი, გადაიდო.
ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს ინფორმაციას.
„სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხოვრებელ კორპუსში ნგრევა მოხდა.
შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარეობს ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები.