ამ ეტაპზე რაც შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მხოლოდ ერთი ადამიანია კლინიკაში გადაყვანილი, კონტაქტურია, უტარდება სამედიცინო დახმარება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შს მინისტრმა გეკა გელაძემ განუცხადა.
მისივე განცხადებით, გარდაცვლილია ერთი ადამიანი.
„შეტყობინებისთანავე ადგილზე გამოცხადდა სამაშველო სამსახური, შესაბამისი პოლიციური ძალები. გამოძიება მიმდინარეობს 240-ე მუხლით. ამ ეტაპზე რაც შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მხოლოდ ერთი ადამიანია კლინიკაში გადაყვანილი, კონტაქტურია, უტარდება სამედიცინო დახმარება. ამ ეტაპზე ასევე შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ მხოლოდ ერთი ადამიანია გარდაცვლილი“, - აღნიშნა გეკა გელაძემ.