სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს - შსს

14 ივლისი 2025, 22:10 267 ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე თბილისში, „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება, სადაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებისა და საპოლიციო დანაყოფების წარმომადგენლების მუშაობას ეცნობა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ამ დროისთვის დაზუსტებული ინფორმაციით, მომხდარი ნგრევის შედეგად, გარდაიცვალა ერთი ადამიანი, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო ერთმა პირმა. დაშავებული შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით გადაყვანილია სტაციონარში.

როგორც გეკა გელაძემ აღნიშნა, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით და ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ სამაშველო ღონისძიებებს. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, შემოსაზღვრულია ტერიტორია.

შინაგან საქმეთა მინისტრი უწყების სხვა ხელმძღვანელ პირებთან, ასევე, დედაქალაქის მერ კახა კალაძესთან და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე რჩება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში