ქობულეთში, ზღვაში მაშველებმა ერთი პირის ცხედარი იპოვეს

15 ივლისი 2025, 12:47 2191 ნახვა

ქობულეთში, ზღვაში მაშველებმა ერთი პირის ცხედარი იპოვეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები მეორე დღეა რაც ქობულეთის სანაპირო ზოლსა და ზღვაში სამძებრო სამუშაოებს აწარმოებენ. დღეს დილით, 35 წლის  მამაკაცის ცხედარი მაშველებმა ზღვიდან ამოიყვანეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ორდღიანი სამძებრო ოპერაცია დასრულებულია. 

შსს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი