საქართველოს სახალხო დამცველი თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება

15 ივლისი 2025, 12:54 108 ნახვა

საქართველოს სახალხო დამცველი თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება.

სახალხო დამცველი მსხვერპლის გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და მათ ახლობლებს უსამძიმრებს.

ლევან იოსელიანის განცხადებით, სხვადასხვა კატეგორიის ავარიულ სახლებში მცხოვრები მოქალაქეები წლებია სახალხო დამცველის აპარატსაც მიმართავენ მათი უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლების საკითხებზე.

„თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, (https://tinyurl.com/ycyb5wzb) თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე შენობას მესამე კატეგორიის ავარიულობის ხარისხი ჰქონდა მინიჭებული. წლებია სახალხო დამცველის აპარატსაც მომართავენ სხვადასხვა კატეგორიის ავარიულ სახლებში მცხოვრები მოქალაქეები მათი უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლების საკითხებზე. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის არსებობის მიუხედავად, მრავალ ოჯახს წლების განმავლობაში უწევს საფრთხის შემცველ გარემოში ცხოვრება. ხაზგასასმელია, რომ ასეთი ავარიული შენობა-ნაგებობები საფრთხის შემცველია, როგორც მაცხოვრებლებისთვის, ასევე, მოქალაქეებისთვის, რომლებიც მიმდებარედ შეიძლება გადაადგილდებოდნენ ან/და მუშაობდნენ. წლების განმავლობაში შესწავლილი საქმეები ცხადყოფს, რომ ამ სისტემურ პრობლემასთან გამკლავება დროულ და ეფექტიან ნაბიჯებს მოითხოვს, რასაც არსებული საკანონმდებლო გარანტიები და პროგრამული შესაძლებლობები ვერ უზრუნველყოფს.

სახალხო დამცველის აპარატმა დაიწყო თევდორე მღვდლის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის მოკვლევა და შეისწავლის ავარიულ შენობაში მცხოვრებთა და სხვა მოქალაქეთა უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან გატარებულ/გასატარებელ ღონისძიებებს“ - ნათქვამია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი