ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი წელს 3000-მდე ახალგაზრდას უმასპინძლებს. საბანაკე პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ, ჩაერთონ საგანმანათლებლო, სპორტულ და შემეცნებით აქტივობებში. ასევე ჩატარდება ტრენინგები სხვადასხვა თემაზე. ბანაკის მიზანი ახალგაზრდებისთვის აქტიურ დასვენებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა, სოციალური ინტეგრაცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.