სადგურის მოედანზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება

15 ივლისი 2025, 20:09 136 ნახვა

რამდენიმე საათია ოჯახები ცდილობენ პირადი ნივთების გამოტანას იმ  კორპუსიდან   სადაც გუშინ სახლის პარაპეტი ჩამოინგრა.  ამის გარდა  ,  შესაბამისი სამსახურების დახმარებით  კომერციული ფართების მესაკუთრეებიც ათავისუფლებენ მაღაზიებს, რომლებიც ამავე შენობის პირველ სართულზეა.  ამ დროისთვის ყველა, 94-ვე ოჯახი ევაკუირებულია, პარალელურად კი გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები. კორპუსის ფასადის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა, გარდაცვლილია 2 ადამიანი, ერთი კი დაშავებულია.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.    მომხდარზე  გამოძიება უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლითაა დაწყებული.  ავარიულ შენობაში მცხოვრებთა უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან გატარებულ თუ დაგეგმილ ღონისძიებებს  შეისწავლიან სახალხო დამცველის აპარატის წევრებიც.

რატი ჯიჭონაია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი