შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 96-ე კმ-ზე (სოფელი გიორგიწმინდა) მიწის მასა ჩამოვიდა. ამის შესახებ საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაშია ნათქვამი.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აღნიშნავენ, მიწის მასის ჩამოსვლის მიზეზი ძლიერი წვიმა გახდა.
უწყების ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.