ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების მორიგი ფაქტი. ამჯერად სამართალდამრღვევმა ბოლნისში, სახელმწიფო ტყეში 6 კუბურ მეტრამდე რცხილის სახეობის საშეშე მერქანი უკანონოდ მოიპოვა. სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, წელს ქვემო ქართლში მსგავსი სამართალდარღვევის 26 შემთხვევა დაფიქსირდა.