ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარია მოხდა - არიან დაშავებულები

16 ივლისი 2025, 19:21 2794 ნახვა

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარია მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახა.

პირველადი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავდა 4 ადამიანი, მათ შორის 2 მცირეწლოვანი ბავშვი. დაშავებულები, ქობულეთის სამედიცინო ცენტრში და ქობულეთის რეგიონალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მათ პირველადი გადაუდებელი დახმარება უტარდებათ.

როგორც მედიკოსები ამბობენ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა. ქობულეთის შემოვლითი გზა შსს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებს გადაკეტილი აქვთ და ავტომობილების მოძრაობა დროებით შეზღუდულია.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებიან.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება, სისხლის სამართლის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი