საქართველოს პროკურატურა “მთავარ არხთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ გამოძიება დაწყებულია საწარმოში ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, იურიდიული პირის კუთვნილი თანხების მითვისება-გაფლანგვის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე.
უწყების ცნობით, პროკურატურამ, ტელეკომპანია ,,მთავარ არხს“ ფინანსური დოკუმენტაციის გამოთხოვის მიზნით მიმართა, ამავე ტელეკომპანიის დირექტორის გიორგი ქურდაძის საჩივრის საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში.
გუშინ მთავარი არხის ვებგვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გენერალური პროკურატურა ტელეკომპანია “მთავარ არხში” და მის კონტრაქტორ გაყიდვების სახლში შევიდა. ამავე ინფორმაციით, სასამართლო განჩინების საფუძველზე პროკურატურამ მოითხოვა არხთან დაკავშირებული ფინანსური დოკუმენტაციის სრულად ამოღება.
„მთავარი არხის“ ინფორმაციით გამოძიება არხის დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მიერ დანიშნული დირექტორის, გოგი ქურდაძის საჩივრის საფუძველზემიმდინარეობს, რომელიც ფინანსურ დარღვევებში ადანაშაულებს მენეჯმენტს და არხის თანადამფუძნებლებს.