ყველა ძალოვანი სტრუქტურა მობილიზებულია, იმისათვის, რომ მაქსიმალურად აღვკვეთოთ კრიმინალი ჩვენს ქვეყანაში და სახელმწიფო უსაფრთხოებისა სამსახურის დღევანდელი ბრიფინგიც ამის მორიგი დადასტურებაა - პრემიერი

17 ივლისი 2025, 11:55 152 ნახვა

ყველა ძალოვანი სტრუქტურა მობილიზებულია, იმისათვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად აღვკვეთოთ კრიმინალი ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით,  სახელმწიფო უსაფრთხოებისა სამსახურის დღევანდელი ბრიფინგიც  ამის მორიგი დადასტურებაა.

„ზოგადად, ძალიან გააქტიურებულია ყველა სამართალდამცავი სტრუქტურა, კრიმინალთან ბრძოლის კუთხით და ამის შედეგები ჩანს ყოველდღიურად. აქტიურად მუშაობს როგორც სახელმწიფო უსაფრთხოებისა სამსახური, ისე შინაგან საქმეთა სამინისტრო. ყველა ძალოვანი სტრუქტურა მობილიზებულია, იმისათვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად აღვკვეთოთ კრიმინალი ჩვენს ქვეყანაში და სახელმწიფო უსაფრთხოებისა სამსახურის დღევანდელი ბრიფინგიც  ამის მორიგი დადასტურებაა“, - განაცხადა პრემიერმა.

სახელმწიფო უსაფრთხოებისა სამსახურში დღეს გამართულ ბრიფინგზე  განაცხადეს, რომ ბირთვული მასალის, ურანის უკანონო გასაღებისა და შეძენის ფაქტზე ბათუმში საქართველოს ერთი და უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე დააკავეს.


 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი