აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესი

17 ივლისი 2025, 14:05 107 ნახვა

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში  ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული 11 ადამიანის, მათ შორის  მსახიობების  ანდრო ჭიჭინაძის და ონისე ცხადაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული უკრაინის მოქალაქეების, სერგეი კუხარჩუკისა და რუსლან სივაკოვის თარჯიმანი  საქმეს ჩამოაცილა. ეს გადაწყვეტილება გალუსტაშვილმა რამდენიმე წუთიანი შესვენების შემდეგ გამოაცხადა. თარჯიმნის შეცვლა დაკავებულების ადვოკატებმა მოითხოვეს. შუამდგომლობას ბრალდების მხარე არ დაეთანხმა.

პროკურორების განმარტებით, აცილების კანონიერი საფუძველი არ არსებობდა და  თარჯიმნის არაკომპეტენტურობა  არც ერთ სხდომაზე არ გამოკვეთილა. 

ადვოკატ ბექა ხახობაშვილის განცხადებით, თარჯიმანი დაკისრებულ მოვალეობას  სათანადოდ არ ასრულებდა და ვერ უზრუნველყოფდა ბრალდებულებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას.  თავად თარჯიმანმა  სხდომაზე განმარტა, რომ   მას ბრალდებული მას დამცინავი ტონით მიმართავდა.

პროცესს ამერიკისა და გერმანიის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებიან. დანაშაული, რომლის ჩადენასაც გამოძიება 11 პირს ედავება, სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი