რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, ფლობის და განკარვის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარედგინა

17 ივლისი 2025, 15:00 138 ნახვა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, ფლობისა და განკარგვის მცდელობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარედგინა.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქემ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა რადიოაქტიურ ნივთიერება ურანს, რომელიც მიეკუთვნება ბირთვულ მასალათა კატეგორიას და საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისათვის. საქართველოს მოქალაქე ცდილობდა ხსენებული ბირთვული მასალის რეალიზაციას თურქეთის მოქალაქეზე, 3 მილიონ აშშ დოლარად. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ორივე მათგანი დააკავა.

დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლით (რადიოაქტიური ნივთიერების შეძენა, შენახვა, ფლობა და განკარგვა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება",- აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი