ცნობილია იმ პოლიტიკური გაერთიანებების ჩამონათვალი, რომლებმაც რიგითი ნომრის მისანიჭებლად ცესკო-ს მიმართეს, 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში.
საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობით ადმინისტრაციას შვიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ მიმართა, მათ შორის მათ ვინც არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს. ესენია: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“.
ასევე „გახარია საქართველოსთვის“, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „გირჩი“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, ოპოზიციური პარტიები, რომლებიც არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ, ცესკოში რეგისტრაციის მიზეზად საარჩევნო ნომრების შენარჩუნებას ასახელებენ.