პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია რუსთავის არქეოლოგიური ექსპედიციის გახსნას დაესწრო, რომელიც რუსთავის ციხის ტერიტორიაზე აღმოჩენილი IX-XII საუკუნეების სასახლის არქეოლოგიურ კვლევას ისახავს მიზნად.
ექსპედიცია კულტურის სამინისტროსა და რუსთავის მერიის ორგანიზებით იმართება და მასში 100-მდე არქეოლოგი და მოხალისე მონაწილეობს. რუსთავის არქეოლოგიური ექსპედიციის გახსნას ოფიციალურ პირებთან ერთად არქეოლოგიური ექსპედიციის წევრები და სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
"რუსთავის ისტორიულმა ციხემ არსებობის განმავლობაში რამდენჯერმე იცვალა სახე. პირველად ისტორიულ წყაროებში, რუსთავი ქალაქად ძველი წელთაღრიცხვის IV საუკუნიდან ჩნდება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სასახლისა და რუსთავის ციხე-ქალაქის არქეოლოგიური პოტენციალს სრულად შეისწავლის, შემდგომში კი კონსერვაცია-რესტავრაციის პროექტს კოორდინაციას გაუწევს", -აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.