მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი საქართველოში ბრუნდება.
საქართველოს მთავრობის ცნობით, მომავალ წელს საქართველოში ჩამოვლენ ნაკრებები, რომლებიც ამჟამად იტალიაში მიმდინარე 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობენ - სამხრეთ აფრიკა, საფრანგეთი, ახალი ზელანდია, ინგლისი, არგენტინა, ავსტრალია, უელსი, იტალია, ირლანდია, შოტლანდია და ესპანეთი.
ასევე, მათ დაემატება 4 ქვეყანა - ფიჯი, აშშ, იაპონია და ურუგვაი.