დამწყები გიდებისთვის ხელოვნებათმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძემ ლექცია ჩაატარა, რომელიც ბათუმის კულტურულ მემკვიდრეობას შეეხო და განსაკუთრებული ყურადღება თეატრის, ოპერისა და ბალეტის ისტორიას დაეთმო.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა გაიგეს, როგორ ვითარდებოდა სცენური ხელოვნება ბათუმში, რომელ მნიშვნელოვან კულტურულ ფიგურებს უკავშირდება ამ პროცესის წარმართვა და როგორ გარდაიქმნა ქალაქი რეგიონული კულტურის მნიშვნელოვან ცენტრად. დამწყები გიდების გადამზადების პროგრამა მიზნად ისახავს პროფესიული ცოდნის და პრაქტიკული გამოცდილების გადაცემას გიდის პროფესიით დაინტერესებული ადამიანებისთვის.
პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს — მათ შორის ქალაქის მარშრუტებზე და კულტურულ ობიექტებზე გასვლით ტრენინგებს.
სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ მონაწილეები ჩააბარებენ გამოცდებს, რომელთაც ტურიზმის დეპარტამენტის მოწვეული ტუროპერატორები დაესწრებიან.
ორგანიზატორთა თქმით, პროგრამა წარმატებით განხორციელდა და მიზანი — ბათუმისთვის მომზადებული, კომპეტენტური გიდების შექმნა — სრულად შესრულდა.