"ზაფხულის ფესტივალის“ ღონისძიებები ქობულეთში გვიან ღამემდე გაგრძელდა. მუსიკალური პროგრამა 19:00 საათიდან ადგილობრივი ბენდების „პროექტი 33“, „Four up“, „ემოცია“ და „მელომანიაკი“ კონცერტით დაიწყო.
მოგვიანებით სცენა უკვე მოწვეულმა ბენდებმა „MIX2ra“, „ურსა“ და „კახაბერი და ხანუმებმა" დაიკავეს.
ქობულეთის ფესტივალის სტუმრების წინაშე სპეციალური ნომრით წარდგა ქალთა კამერული გუნდი და DJ ჩიკიც.
საზაფხულო დეკორაციებითა და ინსტალაციებით მორთულ საფესტივალე სივრცეში ღონისძიება კოსტიუმირებული მსვლელობითა და დრამების შოუთი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. განთავსებული იყო კვების სივრცეები.
„ზაფხულის ფესტივალი“ ბათუმსა და ქობულეთში, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა.