ადიგენის მუნიციპალიტეტში სტიქიამ მოსახლეობა დააზარალა.
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, რამდენიმე სოფელში დაიტბორა და დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, საქონლის სადგომები, დახოცილია პირუტყვი, დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა, განადგურებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.
სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები, რომელთა საცხოვრებელი სახლები დაზიანდა, გაყვანილია უსაფრთხო ადგილზე.
ადიგენის მერიის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში მუშაობს სპეციალური ტექნიკა და ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენლები.